კარლო მაცონეს სჯერა, რომ "ბარსელონას" ყოფილი თავკაცი პეპ გვარდიოლა 2013-14 წლების სეზონში "მილანს" ან "ინტერს" გაწვრთნის.
შეგახსენებთ, რომ სეზონის მიწურულს "ბარსადან" წასვლის შემდეგ პეპი ჯერჯერობით ისვენებს, თუმცა, მას ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად უკავშირებენ როგორც ინგლისურ, ასევე იტალიურ კლუბებს.
კარლო მაცონეს, რომელიც გვარდიოლას მწვრთნელი იყო "ბრეშაში" ასპარეზობისას, საკუთარი მოსაზრება გააჩნია 41 წლის სპეციალისტის მომავლათან დაკავშირებით. მას სჯერა, რომ გუარდიოლა აუცილებლად Serie A-ს მიაშურებს.
"მომავალ წელს პეპს მილანში მუშაობა შეეძლება. რომელ გუნდს გაწვრთნის "ინტერს" თუ "მილანს"? ეს არ ვიცი,"–განაცხადა მაცონემ Subsidiario-თან ინტერვიუში.
"პეპმა ტელეფონზე დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი ნახვა სურდა. მე შევეკითხე მისი სტუმრობა ტურისტული დატვირთვის იქნებოდა თუ რომელიმე იტალიური კლუბის გაწვრთნასთან დაკავშირებული და მან ორივეზე დადებითი პასუხი გამცა."
|