"ინტერის" ახალწვეულმა მაური ზარატემ, იჯარის წესით გადმოსული "ლაციოდან" , ორიოდე სიტყვა თქვა "ინტერში" გადასვლის შესახებ.
"მე მოხარული ვარ, რომ "ინტერს" შემოვუერთდი, და მოუთმენლად ველოდები, იმ მომენტს, როდის გავიცნობ ჩემ ახალ გუნდელებს. "ინტერი" იყო ჩემი პირველი არჩევანი შესაძლო ვარიანტებიდან. ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობდით, რათა აქ მოვხვედრილვიყავით, ამიტომ მე მინდა დავანახო გულშემატკივრებს, რას წარმოვადგენ მე.
"ინტერი" არაჩვეულებრივი გუნდია. ძალიან მიხარია, რომ აქ ბევრი არგენტინელი ფეხბურთელი თამაშობს, მალე მე გავესაუბრები ყველა მათგანს", - ციტირებს ფეხბურთელის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.
|