იტალიის ფეხბურთის ფედერაციის დისციპლინარულმა კომიტეტმა "მილანი", ამ კლუბის გულშემატკივრების ქმედების გამო, 8 ათასი ევროთი დააჯარიმა. კვირას, "მილანსა" და "ინტერს" შორის გამართული შეხვედრის დროს, ნომინალური მასპინძლების გულშემატკივრებმა სტადიონზე ანტონიო კასანოს შეურაცხმყოფელი ბანერები გამოფინეს. გარდა ამისა, რამდენიმემ, მოედანზე ბოთლიც ისროლა. ამის გამო, "მილანს" ჯარიმა დაეკისრა.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კასანო "მილანიდან" "ინტერში" გასულ ზაფხულში გადავიდა.
|