ზედიზედ მე-2 სეზონია, რაც ჩემპიონთა ლიგის უმთავრესი სენსაციის მონაწილე მილანის ინტერია (გემახსოვრებათ, გასულ სეზონში, მილანელები საკუთარ კედლებში შალკესთან 2:5 განადგურდნენ). მართალია, მიმდინარე გათამაშების დაწყებიდან ჯერ მხოლოდ ერთი ტურია გასული, მაგრამ გასაკვირი არ იქნება, თუ სეზონის ბოლომდე, ინტერი-ტრაბზონსპორის შეხვედრაზე უფრო სენსაციური შედეგი არ დაფიქსირდება. ფეხბურთში, სუსტ გუნდს ძლიერისთვის არაერთხელ მოუგია და ასეთი რამე კიდევ ბევრჯერ მოხდება, მაგრამ როდესაც ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტი გუნდი, რომელიც ფინალურ ეტაპზე შემთხვევითობის წყალობით უფრო მოხვდა, ვიდრე დამსახურებით, გასვლაზე უგებს გრანდს, რომელიც სეზონის ცუდი სტარტის შემდეგ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაციას აპირებს, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. ჯუზეპე მეაცაზე გამართულ მატჩში რომ სათამაშო უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, ეს გასაკვირი არ ყოფილა. მილანელებმა გოლის გატანის რამდენიმე ძალიან რეალური მომენტი შექმნეს, მაგრამ სტუმართა კიპერი მთელი შეხვედრის განმავლობაში უშეცდომოდ მოქმედებდა. რაც შეეხება შეხვედრის ერთადერთ გოლს, იგი 76-ე წუთზე გავიდა, როდესაც ალტინტოპის დარტყმისა და ხარიხის შემდეგ, ჩელუსტკამ ინტერის საჯარიმოში გაისეირნა და მახვილი კუთხიდან დარტყმით, ტურის უდავოდ ყველაზე სენსაციური ანგარიში დააფიქსირა. სურათები
აღვნიშნავთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე, საკუთარ კედლებში, ინტერმა ზედიზედ მე-3 თამაში წააგო...
ინტერი
0:1
ტრაბზონსპორი მილანი, ჯუზეპე მეაცა ინტერი (4-3-1-2): სეზარი, ჟონათანი, ლუსიო, რანოკია, ნაგატომო, ძანეტი, კამბიასო, ობი (ალვარესი 55), სნეიდერი, სარატე (სარატე 77), პაცინი (მილიტო 55). მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი.
ტრაბზონსპორი (4-4-2): ძენგინი, ჩელუსტკა, გლოვსკი, კაჩარი, ჩეხი, ბალცი, კოლმანი, ზოკორა, ალანზინიო (საპარა 64), ალტინტოპი (აკგუნი 87), ენრიკე (ვიტეკი 74). მწვრთნელი: იუნალ კარამანი.
გოლი: 0:1 ჩელუსტკა (76).
გაფრთხილებები: ნაგატომო 21, სარატე 42 – კაჩარი 29, ალანზინიო 54, ალტინტოპი 66, ჩეხი 66.
მსაჯი: სტეფან იოჰანსონი (შვედეთი).
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 12 (6)-5 (2), კუთხური: 9-2, თამაშგარე: 5-4, სეივი: 0-6, ჯარიმა: 14-15.
ჩემპიონთა ლიგა ფორუმი
http://internazionale.ucoz.com/forum/2-6-1
|