როგორც იცით "ინტერის" გასულ თამაშზე, "ნერაძურის" 9 წლის გულშემატივარმა საკმაოდ საინტერესო ბანერი გამოიტანა, გუშინ კი "მილანელებმა" ბანერს პასუხი ბანერითვე გასცეს.აი რა ეწერა ფილიპოს("ინტერისტას") ბანერზე: "შეგიძლიათ მოიგოთ? გაიმარჯვეთ, თორემ სკოლაში დამცინებენ. მადლობთ, ფილიპო." ეს კი "როსონერის" პასუხი: "მილანო", გააგრძელე მოგებები, რათა შემეძლოს სკოლაში ფილიპოს დაცინვა." ამ საინტერესო ბანერებს არც "იუვეს" ტიფოზები ჩამორჩნენ და ფილიპოს ურჩიეს, ან სკოლის შეცვლა ანდა გუნდის გამოცვლა.
|