"ინტერის" თავდამსხმელმა დიეგო მილიტომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ცსკა-სთან შეხვედრამდე განაცხადა, რომ "ბოლონიასთან" მოგებული მატჩის შემდეგ მილანელთა საქმეები უკეთესობისკენ წავა.
"ამიერიდან ჩვენი საქმეები უკეთესობისკენ წავა. აუცილებელია არსებული სიტუაცია ბოლომდე გამოვასწოროთ, რასაც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრიდან დავიწყებთ", - განაცხადა მილიტომ.
|