მილანის ინტერის ფორვარდმა დიეგო მილიტომ განაცხადა, რომ დღეს მისი გუნდი ოლიმპიკოზე მხოლოდ მოსაგებად გავა.
ნერიაძურიმ სერია ა-ს ბოლო ორი მატჩიდან ვერცერთის მოგება შეძლო და მესამე ადგილს 5 ქულით ჩამორჩა, ცხადია, რომ დღეს რანიერის შეგირდები მხოლოდ მოგებაზე იქნებიან დაგეშილნი.
3 ქულის აღებას რომას თავკაცი ლუის ემრიკეც გეგმავს, რომელსაც გუნდის თამაშის გამოსწორების შემდეგ საპრიზო ადგილების ამბიცია გაუჩნდა.
მილიტოს რაც შეეხება, მას "მგლების" დამარცხების გამოცდილება აქვს.
შეგახსენებთ, რომ "ნერიაძურისთვის" 2010 წლის ტრიუმფალურ სეზონში იტალიის თასზე ინტერმა რომას სწორედ დიეგოს გოლით მოუგო.
არგენტინელ ფორვარდს ის ემოციები დღესაც ახსოვს:
ეს იყო ფანტასტიური დღე. მე გავიტანე გოლი და 2010 წელს პირველ ტიტულს დავეუფლეთ იმ დროისთვის. ვერ წარმოვიდგენდი, რომ მსგავს წარმატებას კიდევ ყველა ტურნირში მივაღწევდით, სადაც კი გამოვდიოდით.
დღეს ჩვენი ამოცანა კვლავ რომას დამარცხებაა, თუმცა ახლა ამის გაკეთება უფრო რთული იქნება, ვიდრე მაშინ. რაც არ უნდა იყოს მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, რადგანაც სხვა შედეგი ძალიან ძვირად შეიძლება დაგვიჯდეს."-განაცხადა მილიტომ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში.
|