2011 წლის 11 სექტემბერს, „პალერმო" და „ინტერი" ერთმანეთს სიცილიაზე დაუპირისპირდნენ და გუშლემატკივრებს დაუვიწყარი სანახაობა შესთავაზეს - მილანელები 2-ჯერ იგებდნენ, მაგრამ მატჩი მაინც „პალერმოს" სასარგებლოდ დასრულდა, ანგარიშით 4:3. სტუმარ-მასპინძელთაგან დუბლები დიეგო მილიტომ და ფაბრიციო მიკოლიმ გაიფორმეს.
2012 წლის პირველ თებერვალს, „ინტერი"-„პალერმოს" მატჩს უკვე მილანმა უმასპინძლა და გუშინდელი თამაში კიდევ უფრო საინტერესო გამოდგა. სიცილიელთაგან კვლავ მიკოლიმ გაიბრწყინა, რომელმაც ჰეთ თრიქი გაიფორმა და აქტივში ერთი საგოლე გადაცემაც ჩაიწერა. თუმცა, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი არა „პალერმოს" შემტევი, არამედ „მილანის" არგენტინელი თავდამსხმელი, დიეგო ალბერტო მილიტო გახდა - მის ანგარიშზე 4 გატანილი გოლია.
სანამ მილიტო და მიკოლი ერთმანეთს გოლების გატანაში გაეჯიბრებოდნენ, ანგარიში მანტოვანიმ გახსნა. სიცილიელთა მცველმა მიკოლის მიერ კუთხურიდან მოწოდებული ბურთი გადაგზავნა სეზარის კარში. ხუთ წუთში, მეკარის საჯარიმო მოედნის ხაზიდან ძლიერი დარტყმით, მილიტომ ანგარიში გაათანაბრა. მე-2 ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როდესაც მიკოლიმ ბუდანისგან ბურთი კარიდან დაახლოებით ოცდახუთ მეტრში მიიღო, რასაც სტუმართა მე-10 ნომრის საჯარიმოში შეჭრა და „პალერმოს" კვლავ წინ გასვლა მოჰყვა. სამ წუთში, ნაგატომომ „ინტერს" პენალტის დარტყმის უფლება მოუპოვა და 11 მეტრიდან, მილიტომ დუბლი გაიფორმა. 61-ე წუთზე, მეკარესთან პირისპირ გასულმა არგენტინელმა ვივიანო მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. „ჯუზეპე მეაცაზე" შეკრებილმა გულშემატკივრებმა მორიგი გოლი ხუთ წუთში იხილეს - მარცხენა ფლანგიდან ბალცარეტის ჩაწოდებას მიკოლი გამოეხმაურა, რომელმაც ვარდნაში, თავური დარტყმით გაიტანა. კიდევ სამ წუთში, მასპინძელთა შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ბურთი საჯარიმოში ძანეტიმ ჩააწოდა და მართალია, პაცინიმ ვერ დაარტყა, მაგრამ მილიტომ იყოჩაღა, რომელმაც პოკერი გაიფორმა. მალევე, მილანელთა შემტევმა კიდევ ერთხელ გაიტანა, მაგრამ არბიტრმა გოლი საკამათო სიტუაციაში გააუქმა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ „ინტერი" იმავე ანგარიშით მოიგებდა, რა ანგარიშითაც სიცილიაზე წააგო, მაგრამ 85-ე წუთზე, მიკოლი საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა და შორეულ კუთხეში დარტყმით სეზარს მესამე გაუტანა. 87-ე წუთზე, რანიერიმ მოედნიდან მილიტო გაიყვანა და რა გასაკვირია, რომ „ინტერმა" მეტის გატანა ვეღარ მოახერხა. დარჩენილ დროში თავის გამოჩენა ვერც მიკოლიმ მოახერხა და შეხვედრა 4:4 დასრულდა.
ბომბარდირები იბრაჰიმოვიჩი („მილანი"), დი ნატალე („უდინეზე") – 15, დენისი („ატალანტა"), კავანი („ნაპოლი"), კლოზე („ლაციო"), მილიტო („ინტერი") – 12, პალასიო („ჯენოა") – 11, იოვეტიჩი („ფიორენტინა") – 10.
,,ინტერი” – ,,პალერმო” ხშირად გამოდის უხვგოლიანი (მაგალითები: ,,პალერმო” 4:3 ,,ინტერი” ან ,,ინტერი” 5:3 ,,პალერმო”) და ახლაც არ იყო გამონაკლისი.
თამაშის ხარისხი/სანახაობრიობის შეფასება 4 (მაქსიმალური 4-ია) გუნდური: ,,ინტერს” – 6.5, ,,პალერმოს” – 7 მწვრთნელები: რანიერი – 6, მუტი – 7 საუკეთესონი: ,,ინტერიდან” – მილიტო 8.5, ,,პალერმოდან” მიკოლი – 9
მილიტოს ბოლო 5 თამაშში 9 გოლი აქვს გატანილი, პოკერი კი მან ბოლოს ესპანეთის თასზე ,,რეალთან” შეასრულა ბოლოს ,,სერია ა”-ში პოკერი ვიერიმ გაიტანა, 2002 წელს (,,ბრეშასთან”) მიკოლისთვის ,,ინტერი” ,,საყვარელი” მეტოქეა, 8 გოლი მათ კარში
სტატისტიკა: ,,ინტერი” – ,,პალერმო” – ბურთის ფლობა: 57% : 43%, დარტყმები სულ 16 : 11, დარტყმები კარში 4 : 5, დაჯარიმდა 6 : 17, კუთხურები 5 : 6, ორთაბრძოლები 48% : 52%
აქვე გაცნობებთ რომ ,,ინტერმა” ჩემპიონთა ლიგის განაცხადში კორდობა არ შეიყვანა, სამაგიეროდ არიან: ფორლანი, პოლი და პალომბო.
|