ინტერის" თავდამსხმელმა, დიეგო მილიტომ, მოახლოებულ დერბიზე გამოხატა თავისი მოსაზრება.
"არც ერთ გუნდს არ მივიჩნევ ფავორიტად. აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გაიხსენეთ შარშანდელი სეზონის მეორე წრის მატჩი- ჩვენი არავის სჯეროდა, მაგრამ "ინტერმა" გაიმარჯვა. ახლა "მილანს" მხოლოდ ქულებით ვუსწრებთ, დანარჩენი არ ითვლება", -თქვა არგენტინელმა ფორვარდმა.
"სიმართლის დრო? სხვა თამაშებისგან არ განსხვავდება. თუკი დერბის მოვიგებთ და შემდეგ "კატანიას" დამარცხებას ვერ შევძლებთ... მე არ ვამბობ, რომ სიცილიელებთან თამაში ადვილი იქნება, "მილანსაც" რომ მოვუგოთ მაშინაც კი. მართალია, დერბიში წარმატება თვითდაჯერებას შეგვმატებს, სამ ქულას დაგვიმატებს სატურნირო ცხრილში, ტიფოზებს სიხარულს მოუტანს, მაგრამ მოთამაშეები მოედანზე ფრენას ხომ ვერ დავიწყებთ".