მას შემდეგ რაც ინტერმა გუშინ ნოვარსთან დამამცირებელი მარცხი იწვნია, კლუბის ხელმძღვანელობა მწვრთნელის შეცვლაზე ალაპარაკდა.ინტერის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ საუბარი იმით დაიწყო, რომ გასპერინის დარჩენა ფაქტობრივად შეუძლებელია.
53 წლის ტაქტიკოსი კრიტიკის ქარცეცხლში ინტერის 2011-12 სეზონის დასაწყისიდან მოექცა.
"არამგონია გასპერინი გუნდში დარჩეს. მისთვის უკვე ძალიან მძიმე სიტუაციაა.” "ერთი დღე მომეცით, რათა გადავწყვიტო მისი ბედი." "ამჟამად შესაძლო შემცვლელზე ვფიქრობ,” – განაცხადა მორატიმ.
ინტერი ამჟამად სერია ა-ს ცხრილში მე -17 ადგილზე იმყოფება სამი მატჩიდან მოპოვებული მხოლოდ 1 ქულით…