მილანის "ინტერის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ იტალიის სერია A-ს მე-5 ტურში თავისი კლუბის "ბოლონიასთან” თამაში დადებითად შეაფასა.
"რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის თამაში მომეწონა. ვფიქრობ, ყველაფერი ძველებურად კარგად იყო. ჩვენი მოქმედება ძალიან გავდა იმას, რასაც გასულ სეზონებში ვაკეთებდით. ალბათ, გარკვეულ პერიოდში წარმატებას გასპერინიც მიაღწევდა, მაგრამ ამ მომენტის ლოდინი დიდი რისკი იყო”, - განაცხადა მორატიმ Football Italia-სთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ კლაუდიო რანიერიმ დებიუტი "ბოლონიასთან” გამარჯვებით აღნიშნა (3:1). "ინტერის” მხრიდან თავი გამოიჩინეს პაცინიმ, მილიტომ და ლუსიომ. "ბოლონიელთაგან” ერთადერთი გოლი დიამანტიმ გაიტანა.
|