"ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ ჩემპიონთა ლიგაზე"ტრაბზონსფორთან" (0:1) მარცხის გამო იმედგაცრუება არ დამალა.
"რა თქმა უნდა, წაგებით იმედგაცრუებული ვარ. მეტოქეს ხელი თამაშის არცთუ სწრაფმა ტემპმაც შეუწყო. ამასთან, მთელი რიგი მომენტები ვერ გამოვიყენეთ, "ტრაბზონსფორმა" კი პირველივე შანსით ისარგებლა.
ეს გასამართლებელი საბუთი არ არის, უფრო პირიქით. გასპერინისთან ჯერჯერობით არ მისაუბრია. დამარცხებაში მწვრთნელის დადანაშაულებას არ ვაპირებ", - განაცხადა მორატიმ.
|