მილანის "ინტერის” პრეზიდენტი მასიმო მორატი აცხადებს, რომ იგი ხავიერ ძანეტის მომავალს კვლავ "ნერაძურიში” ხედავს, მაგრამ არა რომელიმე თანამდებობაზე, არამედ მოედანზე.
"ხავიერს ჩვენი გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. იგი "ინტერის” მომავალია და ამ შემთხვევაში, მხედველობაში არა ძანეტის კლუბის სისტემაში დასაქმება, არამედ მისი კვლავ მოედანზე ხილვა მაქვს.
თუ თქვენ ჩემი არ გჯერათ, გაიხსენეთ ცსკა-სთან გამართული მატჩი, სადაც ძანეტი საუკეთესო იყო. იგი ამას 38 წლის ასაკშიც ახერხებს. ხავიერი დიდებული მოთამაშეა” – ციტირებს მორატის სიტყვებს "ინტერის” ოფიციალური ვებგვერდი.
|