მილანის ინტერის მფლობელი მასიმო მორატი აცხადებს, რომ მილანისა და ინტერის მზე ბოლო წლებში ჩაესვენა და ეს ორი იტალიური კლუბი გრანდები აღარ არიან.
"ინტერი და მილანი სუპერგუნდები აღარ არიან.”
მორატიმ კვირას გამართულ მატჩზეც ისაუბრა, სადაც მისი გუნდი 0-2 დამარცხდა სიენასთან.
"ეს მატჩი ძალიან ცუდად ჩავატარეთ. უნდა მოგვეგო, მაგრამ დავმარცხდით.”
"სტრამაჩონი შესანიშნავი მწვრთნელია, მე მას ვენდობი. ჩვენ კარგი ფეხბურთელები გვყავს, თუმცა სამწუხაროდ €20 მილიონს ვეღარ ვხარჯავთ კარგ ფეხბურთელებზე.”
შეგახსენებთ, რომ ინტერი სატურნირო ცხრილის მეექვსე ადგილს იკავებს, ხოლო მილანი მეთხუთმეტეს.
|