მასიმო მორატი " ინტერის" ვარჯიშს ეწვია, გულშემატკივრებს ავტოგრაფები დაურიგა და შემდეგ ჟურნალისტებსაც გაესაუბრა: "მე ძალიან მომწონს გასპერინი, მომწონს მისი სამუშაოლო სტილი. იგი თავისი მიდგომით ცდილობს გუნდს ახალი სათამაშო ფილოსოფია ჩამოუყალიბოს." სნეიდერის ტრანსფერზე ოფიციალური მოლაპარაკებები არ შედგება, მე იმედი მაქვს რომ ის ჩვენთან დარჩება. ჯურნალისტებმა დონ მასიმოს სთხოვეს ალვარესისა და რეკობას შედარება: "რიკისათვის რეკობასთან შედარება სასიამოვნო უნდა იყოს." მორატიმ მოკლედ ისაუბრა კალჩოპოლზე: "ინტერი" 2006 წლის ჩემპიონია და ეს არაერთხელ დადასტურდა. უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ფაკეტის სახელი, რადგან " ინტერი" არ არის მხოლოდ კლუბი, იგი ოჯახის ნაწილია, რომელიც ჯაჩინტოს ეკუთვნის."
|