"ინტერის” პრეზიდენტი მასიმო მორატი უარყოფს იმ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც გუნდის ნახევარმცველი ვესლი სნეიდერი "მანჩესტერ იუნაიტედში” გადადის. შეგახსენებთ იმ განცახდებასაც, რომელიც სერ ალექს ფერგიუსონმა გააკეთა. "იუნაიტედის” ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ გუნდი არ არის დაინტერესებული ჰოლანდიელის შეძენით. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჭორები სნეიდერის ტრანსფერის შესახებ არ ცხრება. "უღირს თუ არა მას გუნდში დარჩენა?! ეს კითხვა მეც რამდენჯერმე დავუსვი საკუთარ თავს, თუმცა პასუხი ნამდვილად არ მაქვს. მხოლოდ იმედს გამოვთქვამ, რომ ის ჩვენგან არ წავა. მართალია იყო საუბრები მისი "იუნაიტედში” გადასვლის შესახებ, თუმცა საზოგადოებას მოვუწოდებ არ ენდოს ამ ინფორმაციას. მეტიც, ამ საკითხზე ეჭვი მეპარება რაიმე სახის სიახლე კიდევ გავრცელდეს. მედია საშუალებები "ექსკლუზივისთვის” იბრძვიან და ამისთვის ათასგვარ ჭორებს თხზავენ. მაგალითად ესა თუ ის ფეხბურთელი "რეალში” გადადის, გადის დრო და ეს ინფორმაცია არ დასტურდება. სისულელეა ეს ყველაფერი” – განაცხადა მორატიმ.
|