მილანის ინტერის პრეზიდენტს, მასიმო მორატის სჯერა, რომ მისი გუნდის ახალი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი თავის მოვალეობებს თავს ბრწყინვალედ გაართმევს.
"რანიერი ეს საუკეთესო არჩევანი იყო. მე კმაყოფილი ვარ. ის უმაღლესი დონის მწვრთნელია, რომელმაც კარგად იცის თუ როგორ უდნა გაწვრთნას ინტერი. მას უდიდესი გამოცდილება აქვს, სწორედ ეს გვჭირდება ახლა. სამწუხაროა, რომ გასპერინის არაფერი გამოუვიდა. დარწმუნებილი ვარ, რანიერი ყველაფერს შეძლებს”-განაცხადა მორატიმ.
|