პეპ გვარდიოლას ჯერ-ჯერობით არ განუცხადებია, გააგრძელებს თუ არა კატალონიუ კლუბთან ხელშეკრულებას, რომელსაც ვადა მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება.
ესპანური პრესის ცნობით ”ინტერის” მფლობელი, მასიმო მორატი მზადაა პეპ გვარდიოლას შესაცდენად 20 მილიონი ევრო შესთავაზოს. იტალიური კლუბი ბოლო 2 წელია კრიზისს განიცდის, რის გამო არაერთი მწვრთნელი შეიცვალა. მორატის სურვილი კი გუნდის პეპ გვარდიოლაზე ჩაბარებაა, რომელიც მისი აზრით ”ინტერს” ისეთივე წარმატებებს მოუტანს, როგორიც ჟოზე მოურინიოს დროს ჰქონდა.