მთავარი » 2012»ოქტომბერი»15 » მორატი: "რად გვინდა გვარდიოლა, როდესაც გვყავს სტრამაჩონი?"
19:26
მორატი: "რად გვინდა გვარდიოლა, როდესაც გვყავს სტრამაჩონი?"
მილანის "ინტერის" პრეზიდენტი მასიმო მორატი აცხადებს, რომ იგი გუნდში პეპ გვარდიოლას მიწვევას არ აპირებს მანამ, სანამ "ნერაძურის" ისეთი შესანიშნავი სპეციალისტი წვრთნის, როგორიც ანდრეა სტრამაჩონია.
მას შემდეგ, რაც გვარდიოლამ "ბარსელონა" დატოვა, კატალონიელ სპეციალისტს ხშირად უკავშირებენ ორივე მილანურ გუნდს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას მორატიმ შემდეგნაირად უპასუხა: "გვარდიოლა"? რაში გვჭირდება ის, თუ უკვე გვყავს შესანიშნავი მწვრთნელი? ანდრეას უყვარს თავისი საქმე. გარდა ამისა, ის მოურინიოს ჰგავს. ამჟამად, მას ძლიან უჭირს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სტრამაჩონი წარმატებას მოგვიტანს."
ჯერ ვაცადოტ სტრამას და თუ რამეა არ გაუჭირდება მორატის ამის გაშვება... გაუშვებს ისე არა როგორც ბენიტესი, გასპერინი და ძმანი მისნი, გაუშვებს ღირსეულად და პატივისცემით.