მილანის "ინტერის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ კლაუდიო რანიერის გათავისუფლებასთან დაკავშირებული ჭორები უარყო.
"ნერიაძურის” თავკაცის გათავისუფლებაზე ხმები გასულ უქმეებზე კვლავ დაირხა მაშინ, როცა "ინტერი” "ნაპოლისთან” ანგარიშით 0:1 დამარცხდა. სერია A-ს უკანასკნელი ექვსი მატჩიდან მილანურმა გუნდმა მხოლოდ ერთი ქულა აიღო, რაც იტალიური გრანდისთვის ნამდვილად არ არის შესაფერისი შედეგი.
"დიახ, მე ვესაუბრე მას და შემიძლია დაგამშვიდოთ, – საუბრობს მორატი. – ის დარჩება”.
იტალიის ჩემპიონატის 25 ტურის გასვლის შემდეგ "ინტერი” სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიციას იკავებს და ლიდერ "მილანს” 15 ქულით ჩამორჩება
|