ჟოზე მოურინიომ "რეალი"–რასინგის" პრეს–კონფერენციის შემდეგ "ჩელსისა" და "ინტერის" გულშემატკივრებს განცხადება გაუკეთა.
არისტოკრატები ვილაშ ბოაშის ხელმძღვანელობით ფეხებში ძალა და იმედები დაკარგეს, ხოლო "ინტერის" გულშემატკივრები "ბოლონიასთან" მარცხის შემდეგ, ტრიბუნებზე მოურინიოს საპატივსაცემოდ სიმღერებს მღეროდნენ.
"მე მაქვს შეტყობინება "ჩელსისა" და "ინტერის" გულშემატკივრებისთვის. მე მინდა, გითხრათ თქვენ – ძალიან მიყვარხართ, მაგრამ მე მსურს, რომ არ დატოვოთ თქვენი გუნდები და მხარი დაუჭიროთ მწვრთნელს და არა მე.
მე უკვე წარსული ვარ. მართალია, ძალიან ლამაზია წარსული, მაგრამ თქვენ არ უნდა იცხოვროთ მაგით. თქვენ უნდა შეკრათ გუნდი და იფიქროთ მომავალზე", – განაცხადა ბლანკოსის მწვრთნელმა ჟოზე მოურინიო.
|