ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო ფედერაციამ (www.iffhs.de) მსოფლიოს 350 საუკეთესო კლუბის რეიტინგი გამოაქვეყნა. ლიდერი, რა თქმა უნდა, ესპანური ბარსელონაა, რომელსაც მოსისხლე მადრიდის რეალი მისდევს.
1 (1). ბარსელონა – 317 2 (2). რეალი – 307 3 (3). პორტუ – 291,5 4 (4). მანჩესტერ იუნ. – 285 5 (5). მანჩესტერ სიტი – 254 6 (6). ვილიარეალი – 250 7 (7). ინტერი – 246 8 (10). ველეს სარსფილდი – 239 9 (13). სანტოსი – 236 10 (8). დინამო კიევი – 222,5
ეს რეიტინგი ბოლო ერთი წლის შედეგებით დგება და მასში ითვლება როგორ საერთაშორისო, ასევე შიდა ჩემპიონატში და თასზე ნაჩვენები შედეგები. რა თქმა უნდა, რეიტინგი გუნდების რეალურ ძალას ვერ ასახავს და უცნაურია, როცა კიევის დინამოს მე-10 ადგილზე ხედავ, ხოლო მაგალითად, ჩელსის 28-ეზე და მილანს 30-ეზე.
|