როგორც ჩანს სალი მუნტარის საბრძოლო განწყობა უსაზღვროა და სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩის, წინ "იუვენტუსსა" და "მილანს" შორის, "Gazzetta dello Sport"-თან საუბარში სიტყვები არ დაიშურა ამის გამოსახატად:
"ჩვენ გავაგრძელებთ დომინირებას. ჩვენ პირველები ვართ ჩემპიონატში და არავისი გვეშინია! დაბრკოლება სკუდეტოსთვის ბრძოლაში? მე მას ვერ ვხედავ. ძალიან მომწონს "მილანში", აქ ყველაფერი ჰარმონიულადაა. ყველა მშვიდად მუშაობს, მწრთვნელი კი ყველასთან მეგობრობს და მასთან საუბარიც შესაძლებელია. კასანო ყველას გვამხიარულებს თავისი ხუმრობებით, თუმცა თითოეულმა ჩვენგანმა იცის, რომ უნდა იმუშაოს და აკეთოს თავისი საქმე."
|