30 წლის ნახევარმცველი ანჯელო პალომბო იჯარის წესით გადავიდა "სამპდორიადან" "ინტერში" – გვატყობინებს კლუბის ოფიციალური საიტი. იჯარის ამოწურვის შემდეგ "ნერაძურის" შეუძლია ფეხბურთელზე ნახევარი უფლებები შეიძინოს. იტალიის ნაკრებში ჩატარებულ 23 მატჩში პალომბოს ანგარიშზე 1 გოლია.
კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ ფეხბურთელმა განაცხადა: "მე ძალიან მიხარია, რომ "ინტერში" გადავედი, ეს დიდი გუნდია."
პალომბოს შეძენით ასევე "ფიორენტინა" იყო დაინტერესებული.
|