"ინტერის" 30 წლის ნახევარმცველი ტიაგო მოტა ოფიციალურად პარი სენ–ჟერმენის ფეხბურთელი გახდა. გვატყობინებს კლუბის ოფიციალური საიტი.
შეგახსენებთ, რომ იტალიელ–ბრაზილიელი ფეხბურთელი "ნერაძურიში" 2009 წლის ზაფხულში "ჯენოადან" გადავიდა. "ინტერის" მაისურით 83 მატჩში, 12 გოლი გაიტანა და 6 ტიტული მოგიო.
სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, პსჟმ ფეხბურთელში 10 მილიონი ევრო გადაიხადა. ფეხბურთელი წელიწადში დაახლოებით 2 მილიონ ევროს მიიღებს. ტიაგო მოტა 28 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
|