მილანის "ინტერის” არგენტინელმა ახალწვეულმა როდრიგო პალასიომ განაცხადა, სანამ ბუცებს ლურსმანზე დაკიდებს, სამშობლოში დაბრუნდება და "ბოკა ხუნიორსში” ითამაშებს. 30 წლის ფორვარდს იმედი აქვს, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე "ალბისელესტეს” მაისურსაც” მოირგებს. "ეჭვი არ მეპარება, რომ ადრე თუ გვიან, "ბოკაში” დავბრუნდები. რა თქმა უნდა, ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება, რადგან კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ვფიქრობ. აქვე ვიტყვი, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თამაში ძალიან მინდა”, - განუცხადა არგენტინელმა Football Italia-ს.
ცნობისათვის, პალასიო "ბოკაში” 2005 წელს, "ბანფილდიდან” გადავიდა და ლეგენდარული დიეგო მარადონას საყვარელ კლუბში 4 წელი დარჩა. ამ დროის განმავლობაში, "ბოკას” მაისური 185-ჯერ მოირგო და 82 გოლი მიითვალა.
|