პალერმოს" პრეზიდენტმა მაურისიო ძამპარინიმ განაცხადა, რომ მას ერთ-ერთმა ევროპულმა გუნდმა 45 მილიონი ევრო შესთავაზა პასტორეს სანაცვლოდ.
ძამპარინი ირწმუნებოდა, რომ იგი პასტორეს 50 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაუშვებდა კლუბიდან, თუმცა იტალიელი 45 მილიონზეც დაფიქრდა.
"ორშაბათს დიდმა ევროპულმა კლუბმა მომმართა და პასტორეში 45 მილიონი ევრო შემომთავაზა." - განაცხადა "პალერმოს" პრეზიდენტმა.
"თუმცა ჯერ ყველაფერი პასტორეს აგენტთან უნდა შევათანხმო. - დაასრულა ძამპარინიმ.
შეგახსენებთ, რომ პასტორეთი რეალი, ბარსელონა, ჩელსი, ინტერი, მილანი, რომა და სიტი ინტერესდებოდნენ.
|