იტალიის ნაკრების თავდამსხმელმა, ჯამპაოლო პაცინიმ, რომლის გოლის წყალობითაც "სკუადრა აძურამ” სლოვაკეთი დაამარცხა, კომენტარი გაუკეთა გუშინდელ მატჩს.
"მინდოდა დამემტკიცებინა, რომ გუნდის ძირითად შემადგენლობაში თამაშის ღირსი ვარ. გოლი სლოვაკეთთან – ჩემს სანაკრებო კარიერაში მესამეა. სასიამოვნოა, რომ თავი ფლორენციაში გამოვიჩინე”, - განაცხადა 27 წლის ფორვარდმა.
ცნობისათვის, პაცინი ეროვნული ნაკრების ღირსებას 2009 წლიდან იცავს და 21 მატჩი აქვს ჩატარებული. იგი მილანის "ინტერში 2011 წლის იანვარში "სამპდორიადან” გადაბარგდა და 17 თამაშში თავის ანგარიშზე 11 გოლი ჩაიწერა.
|