გუშინ ჯამპაოლო პაცინი Inter Channel-ის სტუმარი გახლდათ, მან ჟურნალისტების რამდენიმე კითხვას გასცა პასუხი.
კლაუდიო რანიერის ისტორია "ინტერში", დაიწყო ბოლონიასთან მატჩში, სადაც თქვენ გოლი გაიტანეთ.
"დიახ, ეს იყო უძლიერესი დარტყმა საჯარიმოს გარედან. კუჩუმ პასი მომცა, მე დავამუშავე და უძლიერესად დავარტყი. ჩვენ ცუდი შედეგი გვქონდა, ამიტომ უნდა გამოგვესწორა ის. ამ მომენტსთვისაც თითქმის იგივე სიტუაციაა და ამიტომ საჭიროა "ბოლონიასთან" მატჩში მაქსიმუმზე ვითამაშოთ".
გოლით თუ უგოლოდ პაცინი?
"გოლი ყველა თავდამსხმელისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არის მომენტები, როდესაც გოლები ყველაფერზე მნიშვნელოვანია, მე მოხარული ვიქნები, თუ გოლებს რეგულარულად გავიტან, იმიტომ რომ მე მივეჩვია მას. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი შეძლებს გამარჯვების მოპოვებას და ეს მოგვცემს სტიმულს ჩემპიონთა ლიგის წინ".
რას გრძნობთ ახლა? როცა ხედავთ, რომ ჟურნალისტები თქვენზე გაზეთებში წერენ, ლაპარაკობენ ტელევიზიებში, ეს გაძლევთ თქვენ სტიმულს რათა გახვიდეთ მოედანზე და აჩვენოთ თუ რა შეგიძლიათ?
"რამდენიმე წლის წინ, როცა ახალგაზრდა ვიყავი, ვღიზიანდებოდი, როდესაც ასეთ რაღაცეებს ვკითხულობდი. თქვენ უბრალოდ იმას შეხედეთ, თუ რას იძახდნენ ისინი ორი კვირის წინ, როდესაც ჩვენ ტიტულს დავსდევდით და შევადაროთ თუ რას წერენ ახლა - რომ მთელი გუნდი უნდა შეიცვალოს. ჩვენ ვიცით, რომ ეს თამაშის ნაწილია და მორჩა. ჩვენ უბრალოდ გავაგრძელებთ თამაშს".
მარკო დი ვაიო ითამაშებს.
"მართალია, ის ტოპ ფეხბურთელია, მას შესანიშნავი კარიერა აქვს და მას ბევრი გოლი ავს გატანილი. ეს შესანიშნავია, რომ მის ასაკში მარკო რეგულარულად გამოდის ძირითად შემადგენლობაში და გოლები გააქ. ის პატივისცემას იმსახურებს".
სტატისტიკა გვეუბნება, რომ ჯამპაოლო პაცინის თითქმის ყოველ ორ მატჩში ერთი გოლი გააქ. თქვენ რამდენიმე მატჩი ჩაატარეთ და გოლი ვერ გაიტანეთ, შესაძლებელია თუ არა ამ ტენდენციის დაბრუნება?
"დიახ, და მე ვწუხვარ ამაზე. ძალიან კარგად დავიწყე, მაგრამ ხშირად ხდება, რომ გუნდი არც თუ ისე კარგად თამაშობს. იმედია ჩვენ შევძლებთ თამაშის ისე გაგრძელებას, რომ მე შევძლო გოლების გატანა".
მილიტოს არ ყოფნა, იმას ნიშნავს, რომ გუნდი პაცოს იმედზე იქნება?
"ვნახთ, მაგრამ აშკარაა, რომ თამაში ერთი ან ორი თავდამსხმელით სხვადასხვაა, ამიტომ გუნდს სჭირდება ადაპტაცია. იმედია ჩვენ შევძლებთ ყველა შანსის გამოყენებას".
|