მიუხედავად შედეგისა ბრწყინვალედ ჩაატარა "ინტერის" ახალწვეულმა ალვარო პერეირამ სადებიუტო მატჩი "ჯუზეპე მეაცაზე" რომას წინააღმდეგ(1-3).
პერეირამ პირველივე მატჩში მოიპოვა "ინტერის" ღელმძღვანელობის და გულშემატკივრების სიმპათია, მშვენივრად ერთვებოდა შეტევაში მარცხენა ფლანგიდან და თავდაუზოგავად იბრძოდა მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე. ეს ის არის რაც ბოლო წლებში აკლდა "ინტერს" მარცხენა დაცვის პოზიციაზე.
Gazzetta dello Sport_ის ცნობით, პერეირა შეუძლოთ გრძნობს ამჟამად თავს, მაგრამ ვარაუდობენ რომ "პორტუს ყოფილი ფეხბურთელი მოასწრებს გამოჯანმრთელებას და კვირას გასამართ მატჩში "ტორინოსთან" სრულ მზად ყოფნაში იქნება.
|