პორტუს პრეზიდენტი: თუ ბოაში დატოვებს ჩელსის, მაშინ ის ინტერში წავა.
თუ ვილაშ-ბოაში დატოვებს ჩელსის. ანდრე ვილაშ-ბოაში „პორტუს" პრეზიდენტმა ხორხე პინტო და კოშტამ აღმოაჩინა და ნისლიან ალბიონზე გადაბარგებამდე მისი ხელმძღვანელობით „პორტუმ" ყველაფერი მოიგო, რაც კი შეიძლებოდა. კოშტას თქმით, თუ ბოაში წავა „ჩელსიდან", იდეალური ვარიანტი მისთვის ნერაძურიზე გადაბარგება იქნება.
ვილაშ-ბოაში მიყვება უკან ჟოზე მოურინიოს განვლილ გზას და თუ ამ ლოგიკას გავყვებით შემდეგი ნაბიჯი „ინტერში" გადასვლა იქნება. ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა „პორტუს" პრეზიდენტი სულ სხვანაირად ფიქრობს.
„ვილაშ-ბოაშს უფლება აქვს გახდეს ნერაძურის მთავარი მწვრთნელი. თუ გახსოვთ, მე იგივე ვთქვი ჟოზე მოურინიოს შემთხვევაში. გუარინი? ის დიდი მწვრთნელია, დარწმუნებული ვარ, რომ ის ყველაფერს გააკეთებს „ინტერისთვის". გუარინის პრობლემა ის არის, რომ კარიერაში ყოველთვის არ უმართლებდა", - განაცხადა „პორტუს" პრეზიდენტმა 'La Gazzetta dello Sport'-თან ინტერვიუში.
წყარო: "სპორტ იტალია"
|