იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჩეზარე პრანდელიმ იმ 11 ფეხბურთელის გვარი დაასახელა, რომლებიც 29 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იასპარეზებენ.”ფიორენტინას” ყოფილმა დამრიგებელმა 4-3-1-2 ტაქტიკა აირჩია, საწყის თერთმეტეულში კი გამოძახებული შვიდი ბიანკონეროდან ხუთია.კარს ტრადიციულად გუნდის კაპიტანი, ჯანლუიჯი ბუფონი დაიცავს.მარჯვნივ კრისტიან მაჯიო, მარცხნივ დომენიკო კრიშიტო, ცენტრში კი ანდრეა ბარძალისა და ანჯელო ოგბონას დუეტი.ნახევარდაცვის ხაზს ანდრეა პირლო, კლაუდიო მარკიზიო და ანტონიო ნოჩერინო გაამაგრებენ, ტრეკვარტისტად ტიაგო მოტა ითამაშებს, შეტევაში ალესანდრო მატრისა და სებასტიან ჯიოვინკოს დუეტი.
იტალიის ნაკრების შემადგენლობა შტატების წინააღმდეგ : ბუფონი; მაჯიო, ბარძალი, ოგბონა, კრიშიტო; პირლო, მარკიზიო, ნოჩერინო; ტიაგო მოტა; ჯიოვინკო, მატრი
ფეხბურთელები დაინომრნენ კიდეც :
1.ბუფონი
2.მაჯიო
3.კიელინი
4.კრიშიტო
5.დე როსი
6.ბალძარეტი
7.პაცინი
8.მარკიზიო
9.მატრი
10.ჯიოვინკო
11.აბატე
13.ტიაგო მოტა
14.ასტორი
15.ბარძალი
16.სირიგუ
17.ვივიანო
18.მონტოლივო
19.ბონუჩი
20.ოგბონა
21.პირლო
22.ბორინი
23.ნოჩერინო 24.დე სანკტისი
|