საინტერესო ორთაბრძოლა შედგება "ჯუზეპე მეაცაზე", სადაც ერთმანეთს კარდინალურად განსხვავებულ ფორმაში მყოფი გუნდები დაუპირისპირდებიან. ანდრეა სტრამაჩიონის ხელმძღვანელობით "ინტერმა" მიჯრით ხუთი თამაში მოიგო, ჩირო ფერარას სამპდორია კი ზედიზედ ოთხი ტურია აგებს. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, გენუელთა სპორტული დირექტორი პასკუალე სენსიბილე ფერარას იცავს: ჩირო სულით ძლიერი და ლიდერის თვისებებით დაჯოლდოვებული ადამიანია, რაც იმის იმედს მაძლევს, რომ იგი მძიმე მდგომარეობიდან ღირსეულად გამოძვრება და "სან სიროზე" გასამარჯვებლად იბრძოლებს".
ნერიაძურისთან შეხვედრის წინ კომენტარი თავად ფერარამაც გააკეთა: "შეიძლება "ინტერმა" "სამპდოროა" სათანადოთ არ შეაფასოს? არა მგონია. ჩვენ ვაფასებთ მილანურ კლუბს, ამ გუნდში ბევრი დიდებული ფეხბურთელი ირიცხება და მათ წინააღმდეგ ასპარეზობა ძნელი იქნება.
კასანოს სათმაშო სტილს ჩემი ზოგიერთი შეგირდი კარგად იცნობს, მაგრამ ალბათ,ანტონიომაც კარგად იცის "სამპდოროელების" შესაძლებლობებიის შესახებ. რაიმეს შესაცვლელად ძალიან ცოტა დრო მქონდა.
ბოლო პერიოდში ბევრჯერ გაგვაკრიტიკეს, ხან სამართლიანად და ხანაც ჩვენი მისამართით თქმული აუგი სიტყვები ლოგიკიდან ამოვარდნილი იყო. 4-4-2- ის სათამაშოდ შესაფერისი ვინგერები არ მყავს , 4-3-1-2 სქემაც გამორიცხულია, რადგან მხოლოდ ერთი უკან დახეული თავდამსხმელი გვყავს. ასე, რომ ამ თემაზე პოლემიკას აზრი არააქვს".
|