მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა უარყო ინფორმაცია, რომლის თანახმად, მილანის ინტერის ნახევარმცველი უესლი სნეიდერი წითელი ეშმაკების" რიგებში გადაბარგებასთან ახლოსაა.
ამაში სიმართლის მარცვალიც არ დევს. პირველ რიგში, ძალიან მეეჭვება, რომ ინტერმა ის ჩვენ მოგვყიდოს. რას ვიზამთ, ლამის ყოველკვირა გვიწევს გამოგონილ ამბებზე კომენტარების გეკეთება, - განაცხადა ფერგიუსონმა.
არადა, ინგლისური პრესის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ გილი მილანში გაემგზავრა, სადაც სნეირედის წარმომადგენლებთან ითათბირა.
ამასთან, ინტერის ტექნიკურმა დირექტორმა მარკო ბრანკამ განაცხადა, რომ ჰოლანდიელი არ იყიდება.
|