პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ, რომელიც "ინტერში" სტრუქტურის ერთ-ერთი ხელმძღვანელია, განაცხადა, რომ "ნერაძურიმ" ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად ცსკა-სთან აუცილებლად უნდა მოიგოს, რათა ჯგუფში მდგომარეობა არ გაიფუჭოს.
შეგახსენებთ, რომ "ინტერმა" საკუთარ მოედანზე "ტრაბზონსფორთან" (0:1) წააგო.
"ჩვენ ძველებურად ვიბრძვით ჯგუფიდან გასვლაზე. მართალია, პირველი თამაში წავაგეთ, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა. "ლილისა" და ცსკა-ს შეხვედრაში დაფიქსირებულმა ფრემ ხელი შეგვიწყო, რადგან მეტოქე გუნდები ბევრით არ გვისწრებენ. ამ ეტაპზე აუცილებელია სტუმრად ცსკა დავამარცხოთ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. თუ რუსულ კლუბთან ვერ მოვიგებთ, ბევრი პრობლემა გველოდება.
სხვა ამოცანები არ გაგვაჩნია, მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ. კონცენტრაცია ჯგუფიდან გასვლაზე უნდა გავაკეთოთ. ამისთვის კი პირველ რიგში ცსკა-ს უნდა მოვუგოთ", - განაცხადა ფიგუმ.
|