მილანის ინტერის წარუმატებელი სტარტის შემდეგ იტალიურ პრესაში უკვე გავრცელდა ხმები, რომ ჯან პიერო გასპერინის მალე დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლებენ.
როგორც ჩანს მისი შემცვლელის მოძებნა კი არც ისე დიდხანს გასტანს. სავარაუდო კანდიდატად უკვე სახელდება კიკე სანჩეს ფლორესი, რომელმაც მადრიდის ატლეტიკო გასული სეზონის ბოლოს დატოვა.
"თუკი ინტერი დამიძახებს, მე წავალ”-განაცხადა ფლორესმა.
|