მილანის ინტერის ფორვარდს დიეგო ფორლანს კვლავ ტრამვა აწუხებს.
როგორც ვიცით, ურუგვაელი შემტევი "ნერიაძურიში" გასული ზაფხულის ბოლოს ჩაირიცხა, თუმცა ხშირმა ტრამვიანობამ მას არ მისცა თამაშის საშუალება. "ინტერთან 2-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და მე ვალდებული ვარ, რომ გავამართლო ის ნდობა, რასაც გუნდში მიცხადებენ." "ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ძველ ფორმას დავუბრუნდე. იმედი მაქვს, რომ ამას მალე შევძლებ." "რანიერისთან, ისევე როგორც ინტერის ნებისმიერ წევრთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. მადლობელი ვარ იმ მოთმინებისთვის, რასაც ჩემს მიმართ იჩენენ." "ჩემს გეგმებში აგრეთვე სანაკრებო დონეზე თამაშიც შედის. ძალიან მინდა მომავალი ოლიმპიური თამაშებისთვის მზად ვიყო. ვთვლი, რომ კიდევ რამოდენიმე წელი შევძლებ მაღალ დონეზე ასპარეზობას."-განაცხადა ურუგვაელმა გოლეადორმა
|