"ინტერის" თავდამსხმელი დიეგო ფორლანი თავის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპის შეხვედრებში ვერ დაეხმარება.
ფორლანმა წლევანდელ ევროთასებზე მონაწილეობა ჯერ კიდევ მადრიდის "ატლეტიკოს" შემადგენლობაში მიიღო. შესაბამისად, უეფას წესების თანახმად ურუგვაელ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე "ინტერის" შემადგენლობაში თამაში ეკრძალება, თუმცა ფორლანი იტალიელების დახმარებას იანვრის თვიდან შეძლებს.
|