ინტერმა გაყიდა, სამუელ ეტო'ო და იყიდა დიეგო ფორლანი. ნერაძურის ხელმძღვანელობამ შესანიშნავი გასროლა გააკეთა, მაგრამ ეს ყოველივე მხოლოდ მათი დამსახურება არ არის. როგორც Corriere Dello Sport იტყობინება ინტერს მოლაპარაკებებში, ლეონარდო დაეხმარა, რომელიც ახლა პსჟ-ს სპორტული დირექტორია.
პსჟ -ს მენეჯერს სურდა, რომ ატლეტიკო მადრიდის ყოფილი ვარსკვლავი საფრანგეთის დედაქალაქში წაეყვანა, მაგრამ როდესაც მან გაიგო, რომ ფორლანით ინტერიც იყო დაინტერესებული ბევრი რამ შეიცვალა და საბოლოდ ურუგვაელი ინტერში აღმოჩნდა.
ლეონარდო დაეხმარა, მორატის ატლეტიკოს ხელმძღვანელობასთან წარმატებით მოლაპარაკებების წარმართვაში. ლეოს ასეთი რაღაცეების გაკეთება კარგად ეხერხება.
|