"ინტერში" ახლად მოსულმა ფორლანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე "მილანს" მოუწოდა სკუდეტოსთვის ბრძოლისათვის. "ჩვენ არ ვიყავით ჩემპიონატის ფავორიტები, მაგრამ მოვიგეთ კოპა ამერიკა" - ამბობს "ატლეტიკოს" ყოფილი თავდამსხმელი, შემდეგ ცოტა შეყოყმანდა, ამაზე ჟურნალისტებს სიცილი აუტყდათ. შემდეგ კი განაცხადა: "მილანი" ფავორიტი? კარგით... ეს ასე იქნება, მაგრამ მინდორზე შევხვდებით."
|