''ინტერის' ჰოლანდიელი ნახევარმცველი უესლი სნეიდერი აცხადებს, რომ ის უკვე მზად იყო ''იუნაიტედში სათამაშოდ, მაგრამ კლუბმა ვერ მოახერხა მასთან კონტრაქტზე მოლაპარაკება.
ამ ზაფხულს სნეიდერისთვის ბრძოლაში ჩართულები იყვნენ ''მანჩესტერ სიტი'', ''მანჩესტერ იუნაიტედი'' და ლონდონის ''ჩელსი''.
ყველაფერი კი იმისკენ წავიდა, რომ ბრძოლა ''წითელმა ეშმაკებმა'' მოიგეს და სნეიდერიც მზად იყო იტალიის დასატოვებლად, მაგრამ მოლაპარაკება არ შედგა.
"მე ვფიქრობდი, რომ უკვე ერთი ფეხით ''იუნაიტედში'' ვიყავი. ჩვენ არაერთხელ ვცადეთ მოლაპარაკება, ამასთანავე ''ინტერიდან' ეტო'ოც წავიდა.. ''მანჩესტერ იუნაიტედი'' მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, მაგრამ ამ პირობებით ''ინტერში'' ყოფნა მერჩივნა.''
გავრცელებული ხმების მიხედვით სნეიდერი დაბალ ხელფასზეც თანახმა იყო.
საქმე ფინანსურ მხარეს არ ეხება. მე იტალიაში პირობებით თავს ბევრად კარგად ვგრძნობ.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერ ალექს ფერგიუსონი უესლი სნეიდერს შეხვდა და ელაპარაკა.
არა მე არასდროს არ მილაპარაკია სერ ალექსთან.
|