ინტერი"-"იუვენტუსი მატჩი, რომელიც აპენინური ფეხბურთის გულშემატკივრებს ნამდვილად არ დატოვებდა გულგრილს. განსაკუთრებით სანახაობრივი პირველი ტაიმი გამოდგა,რომელიც გუნდებმა უმაღლეს ტემპში წარმართეს და სამი ერთობ ეფექტური გოლიც გაიტანეს,რომელთაგანაც ორი სტუმრებზე მოდის,ერთი კი მასპინძლებზე. საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა და იუვენტუსმა ინტერი სან სიროზე დაამარცხა. შეხვედრა ახალი დაწყებული იყო,როდესაც ტურინელებმა კონტრშეტევაგანახორციელეს- ალექსანდრო მატრიმ კარგად მოძებნა ლიხტშტაინერი,რომელიც მარჯვენა ფრთიდან ჩაერთო შეტევაში;შვეიცარიელმა პაუზა დაიჭირა,საჯარიმოში შეჭრილ მატრის დაუბრუნუა ბურთი,რომლის დარტმული კი მოიგერია კასტელაციმ თუმცა დამატებაზე პირველი ვუჩინიჩი იყო პირველი და 0:1.
ტაიმის შუაწელს,ინტერმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა,რაც მთლიანად დუგლას მაიკონის დამსახურებაა-ბრაზილიელი ჩვეულად ჩაერთო შეტევაში და მახვილი კუთხიდან უძლიერესად დაარტყა ბუფონის კარის მიმართულებით,ბურთი ბონუჩის მოხვდა,მცირედით შეიცვალა მიმართულება და ისე გაეხვა ბუფონის კარის ბადეში, 1:1.თუმცა ძალიან მალე სტუმრები ისევ დაწინაურდნენ,დასარტყმელ პოზიციაზე მატრიმ გაიყვანა მარკიზიო და 1:2. იყო მომენტი როდესაც პაცინის შეეძლო ანგარიშის გათანაბრება მაგრამ მისი თავური დარტყმა ძელმა მოიგერია. მეორე ტაიმი თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, ორივე გუნდს შეეძლო გოლის გატანა მაგრამ მეტი გოლი არ გასულა. მატჩის შემდეგ კლაუდიო რანიერიმ უკმაყოფილება გამოხატა შედეგით,თუმცა დასძინა, რომ მისი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. უფრო საინტერესო მასიმო მორატის ქმედება გახლდათ,რომელმაც საფინალო სასტვენის შემდეგ ჟურნალისტებს ისე ჩაუქროლა, რომ მათვვის ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს;არადა, "ინტერის" პრეზიდენტი მედიასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობით გამოირჩევა-კიდევ უფრო საინტერესო გახლდათ მაურო სარატეს საქციელი,რომელიც იმდენად გაბრაზდა შესვენებისას შეცვლის გამო,რომ "ჯუზეპე მეაცა"ანტრაქტის დამთავრებამდე დატოვა. უკმაყოფილო იყო დიეგო მილიტოც,რომელმაც მთელი შეხვედრა სათადარიგო სკამზე გაატარა,არგენტინელმა ჟურნალისტებს ირონიულად მიუგო: "როგორ შევაფასებდი შეხვედრას"?-კიდევ ერთხელ ვითამაშეთ საოცრად მაგრამ სამწუხაროდ ისევ დავმარცხდით"
|