ინტერი! გუნდი, რომელსაც "მოურინიოსშემდგომი დეპრესია" დაემართა. ასეთ მდგომარეობაში მთელი გუნდი, თითოეული ფეხბურთელი, რომელსაც ჟოზესთან ერთად მუშაობა მოუწია. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ერთი, უესლი სნეიდერი. მის მიერ 2010 წლელს ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე წარმოთქმული სიტყვები ძლიერი ემოციური კავშირით იყო გაჟღენთილი. "სასიამოვნო იყო მოურინიოსთან ერთად მუშაობა და ამის თქმა მსურს აქ, ამ სცენაზე, - თქვა ჰოლანდიელმა. - ჩემთვის იგი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია". ამ სიტყვება კინაღამ ხელმეორედ დაბადეს ჟოზე თვალებზე ცრემლები.
"წარმატება ყოველთვის თან სდევს ჟოზეს, თუმცა ეს ყოველთვის იმის გამო არ ხდება, რომ მის გვერდით კარგი მოთამაშეებია. მთავარი სულ სხვაა, იგი ფეხბურთელებს არწმუნებს, რომ უკეთესები არიან , - მოგვიანებით განაცხადა სნეიდერმა. - მისი წყალობით საკუთარი თავის, საკუთარი ძალების რწმენა გიჩნდება. როცა იგი კლუბშია, თითოეული ფეხბურთელი და დამხმარე პერსონალი მარტოდმარტო არიან გაერთიანებულნი მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ".
რა თქმა უნდა, სნეიდერს იმათ გვერდით ვერ დავაყენებთ, ვინც მოურინიოს ხელში გახდნენ კარგი ფეხბურთელები, თუმცა რაღაც დოზით ეს მოსაზრება ჰოლანდიელ სპორტსმენზეც ვრცელდება. უესლი პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლებოდა აიაქსში, თუმცა ტოპ-კლასის ფეხბურთელთა გვერდით მას არავინ აყენებდა. მადრიდის რეალში მან წარმატებას გაუსინჯა გემო, მოიგო რა ესპანეთის ჩემპიონატი რეალთან ერთად, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ყოველთვის როდი გვევლინებოდა. გუნდი მასზე არ იყო აწყობილი. მხოლოდ ინტერში, 2009/10 წლების სეზონში აჩვენა მან მსოფლიო დონის ფეხბურთი. მარტივად რომ ვთქვათ, მისი ჩაძირვა უფრო დიდი ხანია გრძელდება, ვიდრე გაბრწყინება მოხდა თავის დროზე. ამიტომ შესაძლებელია, ვივარაუდოთ, რომ ახლა გვიჩვენებს სწორედ სნეიდერი თავის ნამდვილ ძალას და არა მაშინ, 2009/10 წლების სეზონში...
სნეიდერმა თავაშის გაუარესება მოურინიოს წასვლის შემდეგ დაიწყო. შეიძლება ითქვას, რომ მან 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი წარმატებით ჩაამტავრა, გაიტანა რა ხუთი გოლი, თუმცა ეს იყო მარტივად გასატანი გოლები, ასევე რიკოშეტები, ხოლო ერთ-ერთი მათგანი ფელიპე მელოს ავტო გოლი უნდა ყოფილიყო და უესლის უნდა შერცხვეს, რომ სწორედ მას მიაწერეს გოლის ავტორობა. ჰოლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა ფინალშიც ითამაშა, მაგრამ სნეიდერს ფლეიმეიკერული თვისებები არ გამოუვლენია იმ მატჩში.
მართალია, რაც არ უნდა იყოს, მუნდიალის გამო მისი გაკრიტიკება არ ღირს. ბევრის აზრით, უესლიმ ოქროს ბურთის მიღების სამ კანდიდატს შორის მოხვედრა დაიმსახურა და სრულიად შესაძლებელია, რომ თვითონაც დაიჯერა ეს.
უფრო მნიშვნელოვანია, რომ სნეიდერს თითქოს დაავიწყდა, რას წარმოადგენს ფეხბურთელის მთავარი მისია. 2009/10 წლებში იგი გახლდათ ნახევარდაცვის ნამდვილი ბურჯი. სწორედ იგი ამარაგებდა პასებით სამუელ ეტოოს, დიეგო მილიტოსა და გორან პანდევს. იგი იწყებდა გუნდის კონტრშეტევებს. სნეიდერმა მხოლოდ ოთხი გოლი გაიტანა სერია ა-ში, ხოლო 8 გოლი ყველა ტურნირზე. იგი იყო ფლეიმეიკერი და არა- ბომბარდირი.
დაასრულა რა მსოფლიო ჩემპიონატი ბომბარდირთა ცხრილის ზედა ნაწილში, სნეიდერმა იფიქრა, რომ მისი მოვალეობა იყო გოლების გატანა. თუ 2009/10 წლების სეზონში იგი მატჩში საშუალოდ 2,34 ჯერ ურტყავდა კარში, შემდეგ ეს ციფრი გაიზარდა და 3,38-ს მიაღწია, ახლა კი 3,8-ა. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: მოუს წასვლის შემდეგ მან მხოლოდ ხუთი გოლი გაიტანა.
უესლის მუნდიალის შემდეგ თავისი როლი აღარ მოსწონდა: "არ მომწონდა, გუნდს რომ ბენიტესი წვრთნიდა. მას სურდა, რომ თავდამსხმელად მეთამაშა".
შემდეგ მან ასეთი რამ თქვა: "საერთოდ არ მომწონს ნახევარდაცვის ცენტრში თამაში. მოწინააღმდეგის კართან მინდა მიახლოება. უმჯობესია მეორე ფორვარდად ითამაშო, ვიდრე ცენტრფორვარდად".
"სნეიდერი არ არის პრობლემა და არც პრობლემის გადაწყვეტა", - განაცხადა რანიერიმ გასულ კვირას.- "მგონია, რომ ინტერის მწვრთნელმა უნდა იპოვნოს სხვა ფეხბურთელი, მსგავსი ტალანტის მქონე.
ერთ დროს არსებობდა რეალობა, რომელსაც სნეიდერი ერქვა, რომელიც ნახევარდაცვის ლიდერი იყო და მეტოქეს შიშის ზარს სცემდა თავისი გამჭოლი პასებით. ახლა ეს რეალობა წარსულს ჩაბარდა. რატომ? მოურინიო წავიდა? ნუთუ მართალია ეს მოსაზრება?!
|