კვირა, 22.12.2024, 22:26
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » თებერვალი » 23 » რანიერი: “ბოლო პერიოდში არ გვიმართლებს”
15:10
რანიერი: “ბოლო პერიოდში არ გვიმართლებს”



ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩი ფრანგულ "მარსელსა” და მილანის "ინტერს” შორის მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა "ნერიაძურის” მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ.

"უკანასკნელ პერიოდში არ გვიმართლებს, – საუბრობს "ინტერის” დამრიგებელი. – გოლს მაშინ ვუშვებთ, როცა მატჩი თითქმის დასრულებულია. მიუხედავად ამისა, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ გუნდი ენერგიით სავსეა. ვფიქრობ, განმეორებით მატჩში სავსე სტადიონის წინაშე ყველაფერს გამოვასწორებთ”.

"ჩემი აზრით, გუნდმა თავდაჯერებული თამაში აჩვენა, შექმნა სახიფათო მომენტები, თუმც დიდ რისკზე არ წასულა. სამწუხაროდ, შანსი ვერ გამოვიყენეთ. ჟულიო სეზარმა ერთი სეივი გააკეთა, სწორედ ამ ეპიზოდში გაგვიტანეს გოლი. ჩვენს წინაშე რთული ამოცანაა. იმისთვის, რომ "მარსელის” ბარიერი დავძლიოთ, მილანში ორი გატანილი გოლი გვჭირდება, ასე რომ საინტერესო მატჩი უნდა გამოდგეს”, – აღნიშნა რანიერიმ.

"ინტერსა” და "მარსელს” შორის განმეორებითი შეხვედრა "სან სიროზე” 13 მარტს გაიმართება.
ნანახია: 589 | დაამატა: Giuseppe-Meaca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter