მილანის "ინტერის" მთავარ მწვრთნელს კლაუდიო რანიერის იმედი აქვს, რომ "ნერაძურის" საჩემპიონო შანსები ჯერ არ დაუკარგავს.
"ვფიქრობ, "მილანი" და "ინტერი" კვლავ რჩებიან სკუდეტოს მოპოვების მთავარ ფავორიტებად და არა "იუვენტუსი" და "ნაპოლი". ამ ეტაპზე დაკარგული პოზიციები უნდა დავიბრუნოთ.
წარუმატებელი სეზონის მიუხედავად, "ინტერი" რჩება იმ გუნდად, რომელსაც ორი წლის წინ ევროპაში ბადალი არ ჰყავდა", - განაცხადა რანიერიმ.
|