კლაუდიო რანიერი ინტერის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სულ რამდენიმე საათის დანიშნულია და იგი უკვე განცხადებებს აკეთებს.
"მე ბევრი სალაპარაკო მექნება ფეხბურთელებთან. ინტერს ყველაფერი აქვს იმისთვის რათა იტალიური ფეხბურთის მწვერვალზე დაბრუნდეს. ეს უდიდესი ისტორიისა და რესურსების მქონდე გუნდია. პრობლემა მხოლოდ ფსიქოლოგიაშია. მე მის მოგვარებას შევეცდები.
ნებისმიერი ტაქტიკით შეიძლება გამარჯვება. მთავარია გუნდი მიეჩვიოს. გასპერინის თავისი მეთოდები აქვს, მე ჩემი”-განაცხადა რანიერიმ.
|