2003-04 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში, შემადგენლობით მეტოქეზე სუსტმა "მონაკომ” "ჩელსის” აჯობა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. 8 წლის წინათ, ფრანგულ კლუბს დიდიე დეშანი წვრთნიდა, ხოლო ინგლისურს – კლაუდიო რანიერი. ლიგის მიმდინარე გათამაშების 1/8-ფინალში, ეს მწვრთნელები ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდნენ და სიტუაცია უცვლელია – შემადგენლობით, რანიერის გუნდი დეშანისას სჯობს, მაგრამ ფრანგი სპეციალისტი ამჯერადაც იტალიელზე ძლიერი აღმოჩნდა.
|