შინ ბოლონიასთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ (0:3), მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთვნელმა კლაუდიო რანიერიმ ისაუბრა გუნდში შექმნილ მდგომარეობაზე და განაცხადა, რომ ის არ აპირებს დაკავებული პოსტიდან გადადგომას. დღევანდელი მატჩის წაგების შემდეგ, "ინტერის" მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. კლუბს ბოლო 5 მატჩიდან 4 წაგება აქვს და კვირას თუ "რომამ" გაიმარჯვა, "ნერიაძური" მეშვიდე პოზიციამდე დაქვეითდება. "ინტერმა" მორიგი საშინელი მატჩი ჩაატარა. პირველი ტაიმის ბოლოს ორწუთიან მონაკვეთში დუბლი გაიფორმა "ბოლონიას" ვეტერანმა ფორვარდმა მარკო დი ვაიომ, ხოლო შეხვედრას წერტილი რობერტო აკვაფრესკამ დაუსვა.
"ჩვენ არ ვდებთ თამაშში ყველაფერს. ჩვენ ამჟამად გვაქვს ძალიან რთული პერიოდი" – განუცხადა რანიერიმ Sky Sport Italia–ს "ბოლონიასთან" სამარცხვინო მატჩის შემდეგ.
"ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენ თავზე და ბოდიშს ვუხდით კლუბის პრეზიდენტსა და ქომაგებს. ჩვენ ველოდით რთულ მატჩს, მაგრამ ამ შედეგს ვერ წარმოვიდგენდით" – დაამატა მან.
ხოლო კითხვაზე, ფიქრობს თუ არა გადადგომას მთავარი მწვრთვნელის პოსტიდან, ასე უპასუხა: "მე არ ვაპირებ გადადგომას. ჩვენ ყველანი გაერთიანებულად ვცდილობთ ამ პრობლემების მოგვარებას".
60 წლის სპეციალისტმა აღიარა, რომ მას მოუწევს სიტუაციის გაანალიზება, რადგანაც 1 თვის განმალობაში "ინტერმა" 12 გოლი გაუშვა. "ჩვენ გვქონდა საკმაოდ კარგი ბალანსი და ტაქტიკური ერთიანობა, მაგრამ ჩვენ დავკარგეთ ეს ყველაფერი და შესაბამისად, უარი ვთქვით უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლისთვის" – დაასრულა მან.
შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს "ინტერი" ჩემპიონთა ლიგაზე საფრანგეთში "მარსელს" დაუპირისპირდება.
იტალიურ სპორტულ პრესაში ჯანლუკა ვიალი ხშირად ჩნდება და ამა თუ იმ საკითხზე პოზიციის დაფიქსირებას არ ერიდება - 18 თებერვალს, “რაი სპორტის” ჟურნალისტს ესაუბრა და ერთობ მოულოდნელი განცხადება გააკეთა.
მოვუსმინოთ ვეტერან ფორვარდს, რომელიც ბოლო წლებში “სქაი სპორტ იტალიაში” კომენტატორად მუშაობს:
“დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, მომავალი სეზონიდან “ინტერის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა იქნება.
პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ კლაუდიო რანიერი პოსტს ზაფხულში დატოვებს და დიდი ალბათობით, იგივე ბედი ელის პეპსაც - ოღონდ, რანიერისგან განსხვავებით, გვარდიოლა თვითონ დაწერს განცხადებას.
მას ახალი გამოწვევები სჭშირდება და “ბარსას” თამაშს ეს უკვე აშკარად ეტყობა.
ჩემი ინფორმაციით, მასიმო მორატი უკვე შეეხმინა რობერტო ბაჯოს და მას ამ საქმეში დახმარება სთხოვა. რობი დაეხმარება მასიმოს, რადგან მორატისთანაც და გვარდიოლასთანაც ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.
მოკლედ, ჩემი ღრმა რწმენით, პეპი მომდევნო სეზონიდან იტალიაში იმუშავებს”.
რანიერის შემცვლელებად კაპელო და ფიგუ განიხილებიან 18.02.2012 16:27
იტალიური პრესა ირწმუნება, რომ მილანის “ინტერიდან” კლაუდიო რანიერის აბარგების შემთხვევაში, მთავარი მწვრთნელის პოსტზე ან ლუიშ ფიგუ დაინიშნება, ან ფაბიო კაპელო. Football Italia-ს ცნობით, გუნდის თავკაცად ფიგუს დანიშვნის შემთხვევაში, მას ბეპე ბარეზი დაეხმარება. თუკი “ნერაძურის” ხელმძღვანელობა არჩევანს პორტუგალიელზე შეაჩერებს, იგი გუნდს მხოლოდ ზაფხულამდე ედგება სათავეში. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანელები კაპელოს უმიზნებენ. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც იტალიელმა ინგლისის ეროვნული ნაკრები დატოვა, რუსულ “ანჟის” გაწვრთნაზე უარი თქვა. შეგახსენებთ, რომ 39 წლის ფიგუ “ინტერში” 2005-2009 წლებში ასპარეზობდა. მან “ნერაძურის” მაისურით 132 მატჩი ჩაატარა და 11 გოლის ავტორი გახდა.