მილანის "ინტერის” მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი იტალიის ჩემპიონატის XXV ტურში "ნაპოლისთან” მარცხის (0:1) შემდეგ პოსტის დატოვებას არ აპირებს.
"ინტერის” პრეზიდენტად ყოფნის შემთხვევაში, როგორ შევაფასებდი შექმნილ სიტუაციას? ჰკითხეთ მას. მორატის ადგილას ვიტყოდი, რომ მწვრთნელს ასი პროცენტით ვენდობი, რადგან ეს მისი ბრალი არ არის. ვიცი, რომ ჩემი გათავისუფლება ბევრს სურს, თუმცა არ მესმის, რატომ უნდა დავტოვო მილანის "ინტერის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა. რატომ ელით ჩემგან ამ ნაბიჯს? ეს არ მოხდება. მე მჯერა ამ გუნდის, რომელმაც "ნაპოლის” წინააღმდეგ ღირსეულად იბრძოლა”, – რანიერის სიტყვებს Football Italia ციტირებს.
ამ დროისთვის სერია A-ს სატურნირო მდგომარეობაში "ინტერს” 36 ქულით მეშვიდე ადგილი უკავია.
|