"აი ამას ვუწოდებ მე გუნდურ სულისკვეთებას" – განაცხადა რანიერიმ "ინტერის" ამ სეზონში პირველი გამარჯვების შემდეგ, ამ მატჩში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავდაჯერებულობის შესაძენად, მე ვუთხარი ბიჭებს, არ არის მნიშვნელოვანი კარგად ითამაშებთ თუ ცუდად, მთავარია იბრძოლოთ ყველა ბურთისთვის.ბიჭებმა აჩვენეს,რომ გამარჯვება სწყუროდათ.
ძალიან მომეწონა ფორლანი,პაცინი და კოუტინიო, დანარჩენებიც ძალიან კომპაქტურად თამაშობდნენ. სნეიდერი მოსკოვში ვერ წამოვა, მისი ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა ვიდრე გვეგონა. "ინტერი" მაღალი დონის გუნდია. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ მწვერვალზე და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ."
|